Pages

Saturday, January 11, 2014

პროექტი –საზრიანი მეგობრები


პროექტის განაცხადი

პროექტის დასახელება
საზრიანი მეგობრები
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებელი: მარიამ მაისურაძე
პროექტის მონაწილენი
II-კლასი
დასაწყისი
13.05.2013
დასასრული
7.06.2013
ბიუჯეტი
 მშობელთა ნებაყოფლობითი შემოწირულობა
მიზანი
1.      ეროვნული ფულის ნიშნების გამოყენების უნარის განვითარება
2.      ამოცანის პირობის მიხედვით მოცემულისა და საძიებლის სწორად განსაზღვრა, შესაბამისი მოქმედების შესრულება
3.      ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება
4.      ურთიერთდახმარებისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის განვითარება–გაღრმავება
5.      შეფასებისა და თვითშეფასების უნარის განვითარება
არსებული მდგომარეობა
უჭირთ ფულის ნიშნების  პრაქტიკული გამოყენება, ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს ამოცანის ამოხსნა, დაბალია ერთმანეთის დახმარების კულტურა.

ამოცანები
1.      მოხდება ჯგუფებად დაყოფა
2.      მშობლების ჩართვა პროცესში
3.      მაღაზიაში სასწავლო ნივთების შეძენა
4.      ამოცანებზე მუშაობა და ერთმანეთის დახმარება
5.      მოეწყობა მათემატიკური ვიქტორინა

შედეგი
მიხვდებიან და დაიმახსოვრებენ, რომ ყოველთვის უნდა დაეხმარონ ერთმანეთს, შეძლებენ ამოცანების ამოხსნას, ეცოდინებათ როგორ უნდა გამოიყენონ ფული

შეფასება
  მონიტორინგის ჯგუფი, მოსწავლეთა შეფასება





ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე–ჯგუფებად დაყოფა


კლასს ვყოფ  სამ ჯგუფად. ჯგუფები ისე გავანაწილე, რომ ჯგუფში ყოფილიყვნენ, როგორც ძლიერი ასევე სუსტი მოსწავლეები, ძლიერები  დახმარებიან  სუსტებს.
ძლიერ მოსწავლეებს დავავალე გამოერკვიათ რომელი საკითხი უფრო უჭირდათ დანარჩენებს და ამის მიხედვით აღმოეჩინათ დახმარება.
მუშაობის პროცესში დაგვჭირდა ბევრი სამუშაო ფურცელი და საწერ–კალამი, ამიტომ გადავწყვიტეთ დახმარება მშობლებისთვის გვეთხოვა .
ბავშვებს ძალიან მოეწონათ ასეთი მუშაობა, ერთმანეთს დიდი მონდომებით უხსნიდნენ და ყურადღებით უსმენდნენ.



ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე– მაღაზიაში
სასწავლო ნივთების შეძენა

მშობლებთან შეთანხმებით შევაგროვეთ გარკვეული თანხა. თანაბარი რაოდენობის თანხა ბარათების საშუალებით დავურიგე ჯგუფებს და ვთხოვე მოეფიქრებინათ ამ თანხით რომელ სასწავლო ნივთის შეძენას შეძლებდნენ.
 წავედით მაღაზიაში და შევიძინეთ სასწავლო ნივთები. მოსწავლეებს გაუჭირდათ მაღაზიაში ანგარიში , ცოტა დაიბნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს სასწავლო ნივთების შეძენა.
მე ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი დღე გამოგვივიდა. ბავშვებმა პირველად დამოუკიდებლად მოახერხეს სასწავლო ნივთების  შეძენა.



ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე–ერთმანეთის დახმარება და მათემატიკური ვიქტორინა

შეძენილი რვეულები და საწერ –კალმები დაინაწილეს მოსწავლეებმა და შეუდგნენ მუშაობას. ისინი სახლში ადგენდნენ საინტერესო ამოცანებს მოჰქონდათ სკოლაში და უზიარებდნენ ერთმანეთს.
 ჯგუფი მობილიზირებული იყო დახმარებოდა სუსტს.

იმისათვის რომ, გაგვერკვია როგორ იმუშავეს ჯგუფებმა და რა შედეგს მიაღწიეს, ჩავატარეთ მათემატიკური ვიქტორინა. გამოვავლინეთ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. მოსწავლეები დავაჯილდოვეთ სიგელებით.
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეები დიდი ხალისით  და ენთუზიაზმით ასრულებდნენ სამუშაოებს. მთ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სიგელები მიიღეს.
 პროექტზე მუშაობის მომენტში მივხვდი, რომ აუცილებელია ბავშვებს ბევრი პრაქტიკული სამუშაო შევთავაზოთ, მივცეთ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება. პროექტზე მუშაობის დროს ისინი უფრო მეტად დამეგობრდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი.


Thursday, January 9, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული  გაკვეთილის გეგმა
ქართული , მათემატიკა, ბუნება

გაკვეთილის მთავარი თემა: მზე ყველას ეყოფა
სწავლების საფეხური:II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 18
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
გაკვეთილის მიზანი:
  1. ( ქართული) კითხვის მხარეების სრულყოფა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, აზრის წერილობით ჩამოყალიბება
  2. (ბუნება) წელიწადის დროების ჩამოთვლა,თვეების ჩამოთვლა წელიწადის დროების მიხედვით,სეზონის გამოსახვა პანტომიმის საშუალებით.
  3. (მათემატიკა) სურათის მიხედვით ამოცანის შედგენა და ამოხსნა
რესურსები: პროექტორი, ბუკი, წებოვანი ქაღალდები, დაფა, სახელმძღვანელოების ავთორები: ნ. მაღლაკელიძე,თ. ვეფხვაძე, მ. ბლიაძე
გაკვეთილის მსვლელობა: საორგანიზაციო საკითხები     2 წთ
I აქტივობა–გამოწვევა      3 წთ
კლასს ვაჩვენებ ქისას და ვთხოვ ამოიცნონ რა დევს ქისაში. ქისაში დათუნია აღმოჩნდება და წებოვან ქაღალდებზე ერთი სიტყვით ახასიათებენ როგორია დათვი მოთხრობის მიხედვით, წებოვან ქაღალდებს აწებებენ დაფაზე.
II აქტივობა–გამოკრებით კითხვა       5 წთ
  1. სად ცხოვრობდა დათუნია?
  2. როგორი იყო იგი?
  3. რა დახმარება გაუწია ბებერმა მუხამ?
  4. რა უხაროდა ტყეს?
III აქტივობა    3 წთ
ვთხოვ მოსწავლეებს დამეხმარონ კროსვორდის შევსებაში–ტექსტში მოძებნონ სამასოიანი სიტყვები და მიკარნახონ.
V აქტივობა     3 წთ
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ მოსწავლეებ სმზის სისტემას.მოსწავლეები არკვევენ როგორ მოძრაობს  დედამიწა მზის გარშემო და თავისი ღერძის გარშემო, რისი საშუალებით ვიღებთ დღე–ღამეს და სეზონებს.
VI აქტივობა   2 წთ
ვთხოვ მოსწავლეებს ჩამოთვალონ სეზონები და თვეები
VII აქტივობა–წყვილებში მუშაობა      2წთ
ბარათებზე უნდა შემოხაზონ სეზონის შესაბამისი თვეები
VIII  აქტივობა– ჯგუფური მუშაობა    7 წთ
კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად, თითეული ჯგუფი არჩეული სურათის მიხევით შეადგენს ამოცანას, ამოხენის და გააკეთებს პრეზენტაციას
IXაქტივობა          6 წთ
ვთხოვ თითეულ ჯგუფს პანტომიმისა და მიმიკის საშუალებით გააცოცხლონ წელიწადის დროები.
Xაქტივობა–ენობრივ მასალაზე დაკვირვება    3წთ
მზე ანათებს– დაუსვით კითხვები
XIაქტივობა           5 წთ
მოსწავლეებს ვთხოვ დავუბრუნდეთ დაფაზე დაკრულ წებოვან ქაღალდებს. მოსწავლეები არკვევენ უმეტესობის აზრით როგორია დთუნია. მოსწავლეებს ვუსვამ მეორე დონის კითხვებს
  1. რატომ გაბრაზდა დათუნია?
  2. მუხამ როგორ გადაუხადა სამაგიერო?
  3. როდის დაუბრუნა მან სითბო დათუნიას?
  4. როგორ მიხვდა დათუნია თავის შეცდომას?
  5. რისი თქმა სურს მწერალს?
XIIაქტივობა –საშინაო დავალება     2 წთ
აქტივობის რვეულიდან 3,4, დავალება
გაკვეთილის შეფასება: რით იყო აღსანიშნავი დღევანდელი დღე? რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ?
თვითშეფასება:ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი ვარ. დასახულ მიზანს მივაღწიე.